დაბეჭდეთ წინასწარ — ფორმის მარაგი ინახება შესასვლელთან (ინტერნეტის გარეშე ეს გვერდი შეიძლება ვერ გაიხსნას). ფორმა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ელექტრონული ჟურნალი მიუწვდომელია, და მხოლოდ უკვე დაწყებული სესიისთვის (§16.1). ბეჭდვა: ბრაუზერის ბეჭდვა (Ctrl+P / ⌘P), ქაღალდი A4, მასშტაბი 100%, „ფონის გრაფიკა“ ჩართული. სხვა ფორმები: ინსტრუქტაჟი (დანართი №3), შემოწმება (დანართი №4), ინციდენტი (დანართი №5). ფორმა პერსონალურ მონაცემს არ შეიცავს. შევსებული ფურცლის მონაცემები შეიტანება სისტემაში (წყარო: ქაღალდის ფურცელი), ფურცელი კი ინახება ცხრილი 4-ის მიხედვით.

GDSFF SAFE 01-F2 • მსროლელთა აღრიცხვის ფორმაფურცელი № გვერდი 1 / 4
GDSFF
GDSFF ჟურნალი
ა(ა)იპ „საქართველოს დინამიური სროლისა და ფუნქციური ფიტნეს ფედერაცია“ (GDSFF) • ს/კ 406552902
GDSFF-ის სასროლეთი — ფედერაციის სავარჯიშო ბაზა

GDSFF SAFE 01-F2 • ვერსია 1.0 • დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № • თარიღი:

დანართი №2. მსროლელთა აღრიცხვის ფორმა

მსროლელთა ელექტრონულ ჟურნალში (№162 დადგენილების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი) სავალდებულოდ შესავსები ველები (§16.2). ეს ფურცელი ელექტრონულ აღრიცხვას არ ანაცვლებს (§16). ქაღალდზე ის გამოიყენება მხოლოდ უკვე დაწყებული სესიისთვის, ამ დანართის „წვდომისა და შენახვის პარამეტრებში“ განსაზღვრული, სისტემის შეფერხებისას მოქმედების პროცედურის შესაბამისად.

ქაღალდის ფორმა გამოიყენება მხოლოდ უკვე დაწყებული სესიისთვის (§16.1). სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას ახალი სესია არ იწყება.

ქაღალდის ფორმისას: ფურცელი № ჩანაწერის ავტორი (სახელი, გვარი):

სესიის მონაცემები

ცხრილი 5. სესიის მონაცემები
მონაცემიჩანაწერი
თარიღი; სესიის დაწყებისა და დასრულების დრო
სესიის კოდი (წწწწ-თთ-დდ-ზონა-№, §16.4; რამდენიმე ზონისას ზონები „+“-ით, მაგ. 2026-10-14-1+2-1)
ზონები (დანართი №8)
სავარჯიშოები (სტატიკური / მოძრაობით / კობურიდან ამოღებით); ეტაპის აღწერა (§6¹)
სროლის ხელმძღვანელი (ინსტრუქტორი) — სახელი, გვარი, კვალიფიკაციის დოკუმენტი (§3.2)
მორიგე ტირის ოფიცრები (RO) — სახელი, გვარი, კვალიფიკაცია (§3.1), საცეცხლე ხაზი ან ეტაპი
პირველადი დახმარების სერტიფიცირებული პირი — სახელი, გვარი (§3.3)
მეთვალყურეების განთავსება — სახელი, გვარი, პოსტი (დანართი №8)
დანართი №7-ის ამოცანების განაწილება; ევაკუაციის სატრანსპორტო საშუალება და მძღოლი (§10.8)
ჩატარებული შემოწმებები: გახსნის შემოწმება (დანართი №4), ეტაპის დაშვება (§6¹), სხვა
ნასროლი ვაზნების დაახლოებითი რაოდენობა და ტიპი (კალიბრი, ტყვიის სახე)
სროლიდან მოხსნები (DQ) — რაოდენობა და ინციდენტის კოდები (§9¹)
ინციდენტები და თითქმის მომხდარი შემთხვევები — ინციდენტის კოდები (INC-წწწწ-№, დანართი №5)
სესიის სხვა მნიშვნელოვანი შენიშვნა
GDSFF SAFE 01-F2 • სესიის კოდი ფურცელი № გვერდი 2 / 4

სროლის ხელმძღვანელის ცვლა: დრო: • გადაეცა:
გადამცემის ხელმოწერა: • მიმღების ხელმოწერა:

თუ სხვა დანიშნული პირი (ტირის ოფიცერი, პირველადი დახმარების სერტიფიცირებული პირი, მეთვალყურე) ტოვებს ტერიტორიას ან ვერ ასრულებს მოვალეობას, სროლა ჩერდება, სანამ მოვალეობა ცხრილი 6-ის ჩანაწერით არ გადაეცემა იმავე კვალიფიკაციის მქონე პირს (§3.3).

ცხრილი 6. დანიშნული პირის მოვალეობის გადაცემა
დრო მოვალეობა გადასცა (სახელი, გვარი) მიიღო (სახელი, გვარი, კვალიფიკაცია) მიმღების ხელმოწერა

მსროლელები

ცხრილი 7. მსროლელები
№ სახელი, გვარი ან სისტემის იდენტიფიკატორი შესვლა / გასვლა ზონა / პოზიცია ასაკი: 18+ ან 14–17 (ზედამხედველი) დაშვება შემოწმდა ინსტრუქტაჟი (დანართი №3, კოდი) პრაქტიკული ჩვენება (§4.7)
1☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
2☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
3☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
4☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
5☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
6☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
7☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
8☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
9☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
10☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
11☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია
12☐ 18+ ☐ 14–17☐ შემოწმებულია

სვეტების შევსება: „ასაკი“ — „18+“ ან „14–17“; 14–17 წლის მსროლელისთვის, დამატებით, ზედამხედველის (კანონიერი წარმომადგენლის ან ინსტრუქტორის) სახელი, გვარი და როლი (§4.5). „დაშვება შემოწმდა“ — მოკლედ: „შემოწმებულია“ (§4.1, §4.4). „პრაქტიკული ჩვენება“ — „ჩაბარდა“, „არ ჩაბარდა“ ან „არ ეხება“ (მხოლოდ სტატიკური სავარჯიშო), ჩაბარების თარიღი და სროლის ხელმძღვანელი (§4.7).

GDSFF SAFE 01-F2 • სესიის კოდი ფურცელი № გვერდი 3 / 4

იარაღი

ცხრილი 8. იარაღი
№ (მსროლელის) მარკა, მოდელი, სერიული № საკუთარი: მოწმობა შემოწმდა ორგანიზაციის: გადაცემის დრო / დაბრუნების დრო გადაცემული ვაზნები / დაბრუნებული ნაშთი გამცემი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი
☐ სარეგისტრაციო
☐ + დროებითი

„საკუთარი: მოწმობა შემოწმდა“ — იწერება „სარეგისტრაციო მოწმობა“, ხოლო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 3¹ ან 3² პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (21-ე მუხლის 3¹ პუნქტი — თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის დროებით გადატანა ტირში ან სასროლეთში; 3² პუნქტი — სპორტული მოკლე იარაღის დროებით გადატანა საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად, შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის ან შესაკეთებლად) — „სარეგისტრაციო მოწმობა და დროებითი მოწმობა“ (§4.1, §17.1). იარაღი, რომლის დოკუმენტი წარდგენილი არ არის, სროლაში არ დაიშვება.

ორგანიზაციის კუთვნილი იარაღი მსროლელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა მხოლოდ §17-ის შესაბამისად („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1² პუნქტი). ყოველი გადაცემა და დაბრუნება აღირიცხება ცხრილ 8-ში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს/დანაყოფს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი).

სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების თარიღი: • მიაწოდა (სახელი, გვარი):

იარაღის მონაცემები და ასაკის კატეგორია შეიტანება №162 დადგენილების 9¹ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესასრულებლად. სხვა დოკუმენტის ნომერი ან პერსონალური მონაცემი შეიტანება მხოლოდ დადასტურებული საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას (§18.2). დოკუმენტის ასლი არ ინახება; დაბადების თარიღი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი ჟურნალში არ შეიტანება.

სესიის ჩანაწერი შეამოწმა და დახურა (აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ან სროლის ხელმძღვანელი):
დრო: • ხელმოწერა:

GDSFF SAFE 01-F2 • სესიის კოდი ფურცელი № გვერდი 4 / 4

მონაცემებზე მოქმედებების ჩანაწერი

ელექტრონულ ჩანაწერზე აღირიცხება ყოველი მოქმედება — შეგროვება, წვდომა, შეცვლა, დაკავშირება, გამჟღავნება (გადაცემა), წაშლა და მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტი; ქაღალდის ჩანაწერზე — შეცვლა, გამჟღავნება და მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტი („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი; §18.5). ეს ჩანაწერი ინახება ჟურნალისგან განცალკევებით, შეზღუდული წვდომით, ან სისტემის დაცულ ცვლილებათა ჟურნალში.

ცხრილი 9. მონაცემებზე მოქმედებები
თარიღი და დრო მოქმედების ავტორი ჩანაწერის კოდი მოქმედების სახე მიზანი და საფუძველი მიმღები (გამჟღავნებისას) შედეგი

ჩანაწერი ისე სწორდება, რომ თავდაპირველი ჩანაწერი, შესწორების დრო და ავტორი იკითხებოდეს; ინციდენტის ჩანაწერის წაშლა ან დამალვა შენახვის ვადის განმავლობაში აკრძალულია (§16.2). მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტისას მოქმედების წესი — §18.5.

წვდომისა და შენახვის პარამეტრები

შენახვა: ამ დანართის „წვდომისა და შენახვის პარამეტრების“ მიხედვით (§16.5).

ქაღალდის ფორმა გამოიყენება მხოლოდ უკვე დაწყებული სესიისთვის (§16.1). სისტემის აღდგენისთანავე ფურცლის მონაცემები შეიტანება მსროლელთა ელექტრონულ ჟურნალში (სესიაში მიეთითება ფურცელი № და ჩანაწერის ავტორი).